Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხანძრების გამო ორი სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო


ტყის ხანძრებისგან გაჩენილმა კვამლმა დაფარა იაკუტიის მრავალი დასახლებული პუნქტი
ტყის ხანძრებისგან გაჩენილმა კვამლმა დაფარა იაკუტიის მრავალი დასახლებული პუნქტი

რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს იაკუტიის რეგიონში მძვინვარე ხანძრის გამო 8 აგვისტოს ორი სოფლის, კალვიცისა და ხარიალახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

სტიქიის წინააღმდე ბრძოლის ოპერატიული შტაბის თანხმად მთლიანად ტყის ხანძრების საფრთხის ქვეშ იმყოფება იაკუტიის ექვსი რაიონის 13 დასახლებული პუნქტი. სულ დაფიქსირებულია ხანძრის 155 კერა, აქედან განვლილი დღე-ღამის განმავლობაში სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა შეძლეს 11 ხანძრის კერის ლიკვიდრება, 9-ის ლოკალიზება, მაგრამ ამასობაში ვრცელდება ცნობა ტყის ახალი 7 ხანძრის კერის გაჩენის შესახებ.

ტყის ხანძრებისგან გაჩენილმა კვამლმა დაფარა იაკუტიის ანგარისპირეთის რაიონში 400 ხოლო კარასნოიარსკის მხარეში - 12000 დასახლებული პუნქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG