Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასკარ აკაევმა ყირგიზებს „კუმტორის“ საქმის გამო პატიება სთხოვა და მოსკოვში გაფრინდა


ასკარ აკაევი ყირგიზეთის უშიშროების სამინისტროს შენობის წინ
ასკარ აკაევი ყირგიზეთის უშიშროების სამინისტროს შენობის წინ

ყირგიზეთის პირველმა პრეზიდენტმა, ასკარ აკაევმა, რომელიც მოსკოვში 16 წლიანი დევნილობის შემდეგ 2 აგვისტოს ჩვენების მისაცემად პირველად ჩავიდა სამშობლოში, 8 აგვისტოს ქვეყანა დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს აკაევის თანამოაზრემ, ექსმინისტრმა, ბეკბოლოტ ტალგარბეკოვმა აცნობა, რომლის თქმით აკაევმა მოსკოვში წასვლის წინ მოსახლეობას ვიდეომიმართვით პატიება სთხოვა „კუმტორის“ საქმეზე.

აკაევმა ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყირგიზეთში მისი ჩასვლა უკავშირდება ოქროს საბადო „კუმტორის“ გარშემო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომლის გამოც იგი პასუხისგებაში იყო მიცემული და იძებნებოდა.

აკაევის თქმით, როდესაც მისი პრეზიდენტობის დროს „კუმტორის“ ოქროს საბადოს პროექტი იწყებოდა, ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ეს იქნებოდა კანადურ მხარესთან ურთერთსასარგებო თანამშრომლობა, რაც დიდ სიკეთეს მოუტანდა ქვეყნის ეკონომიკას.
„სამწუხაროდ ყველაფერ არ მოხდა ისე, როგორც ჩვენ გსურდა. დღიდან გენერალურ ხელშკერულებაზე ხელის მოწერისა, ყირგიზულმა მხარემ დაუშვა ბევრი დათმობა, ეროვნული ინტერსების საწინააღმდეგოდ“ , - აღნიშნავს აკაევი, რომელიც ამის გამო პატიებს სთხოვს ყირგზიეთის მოსახლეობას და აცხადებს, რომ მომავალშიც ითანაშრომლებს ამ რეზონანსუსლ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან.

თუმცა, თუ როდის დაბრუნდება აკაევი მოსკოვიდან კვლავ ყირგიზეთში უცნობია.

აკაევი ყირგიზეთს მართავდა 1990-2005 წლებში. მან, ოჯახთან ერთად, თავი რუსეთს შეაფარა, 2005 წლის "ტიტების რევოლუციის" შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG