Accessibility links

site logo site logo

საბერძნეთის კუნძულ ევბეიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი


მასშტაბური ხანძრის გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული საბერძნეთის კუნძულ ევბეიდან. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული საკურორტო კუნძულიდან ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბორნებით გაიყვანეს. ევბეაზე დამწვარია სახლები და ათასობით ჰექტარი ტყე. განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა.

საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში ივლისიდან მძვინვარებს ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრები, რომლებიც დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის გარშემო ხანძრების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ხელისუფლება შიშობს, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო, ახალი კერები გაჩნდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა +47 გრადუსსაც აღწევდა. ხანძრებმა მოიცვა დაახლოებით 56 ათასი ჰექტარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG