Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ სამებასთან, ნახევარ საათში ორი მიწისძვრა მოხდა


დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:24 საათზე დაფიქსირდა 3.5, ხოლო 08:03 საათზე 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრები.

აგვისტოს დასაწყისიდან სოფელ სამებასთან უკვე შვიდი მიწისძვრა მოხდა, ბოლო ორ თვეში კი ოცზე მეტი. მათგან ყველაზე ძლიერი 3.9 მაგნიტუდის იყო. რაიმე ზიანი არცერთს არ მოჰყოლია.

ივლისის დასაწყისში, რადიო თავისუფლებას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, რომ ერთი და იგივე ადგილას დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგები „რაიმე განსაკუთრებულის მიმანიშნებელი არ არის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG