Accessibility links

site logo site logo

ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ორი კაცი დააკავეს


გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს ორი კაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა 9 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 28 წლის ტრანს ქალს.

გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG