Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი


მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი ვეტერანი სამართალდამცველი, რუსეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, სერგეი კოვალიოვი. ამის შესახებ მისი ვაჟი იტყობინება ფეისბუკში.

1974 წელს კოვალიოვი უფლებადაცვითი საქმიანობისთვის დააკავეს და შვიდ წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ მან სამი წელი გაატარა გადასახლებაში.

1987 წელს, მიხაილ გორბაჩოვის რეფორმების პერიოდში, კოვალიოვმა მოსკოვში დაბრუნების უფლება მოიპოვა.

1990 წელს კოვალიოვი ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრი „მემორიალის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და თანათავმჯდომარე გახდა. ის მონაწილეობდა Amnesty International-ის მოსკოვის განყოფილების, „საერთაშორისო ჰუმანიტარული კონფერენციისა“ და „გლასნოსტის“ პრესკლუბის მუშაობაში.

1993-2003 წლებში კოვალიოვი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის წამყვანი ლიბერალი წევრი იყო.

1994-95 წლებში ის იყო რუსეთის პირველი ომბუდსმენი.

კოვალიოვი დაუფარავად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის მთავრობას რუსეთში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული ვითარების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG