Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სათევზაოდ მტკვარში შესული 17 წლის ბიჭი დამხვრჩალი იპოვეს


რამდენიმე დღის წინ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში შესული 17 წლის ბიჭი დამხრჩვალი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის თევზაობის დროს დინებამ წაიღო და წყალში გაუჩინარდა.

"ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო "ექოლოტი" მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG