Accessibility links

site logo site logo

ხვალიდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება


ხვალიდან, 10 აგვისტოდან, საქართველოში კოვიდრეგულაციები მკაცრდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში აქამდეც მოქმედებდა რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმები, თუმცა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შემუშავდა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეებს პარლამენტი ამ ჯარიმებს ჩამოაწერს. კანონპროექტში მითითებულია, რომ ჯარიმები კანონის მიღების მომენტისთვის ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG