Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წლისთავზე, დასავლეთის ქვეყნები სანქციებს უმკაცრებენ ბელარუსს


აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ახალი სავაჭრო და ფინანსური სანქციები დაუწესეს ბელარუსს 9 აგვისტოს, პირველ წლისთავზე ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელმაც გაახანგრძლივა ვეტერანი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მმართველობა და ბიძგი მისცა უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებს ქვეყანაში - ოპოზიციის განცხადებების ფონზე, რომ არჩევნები გაყალბდა.

ლუკაშენკამ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, აქციებს სასტიკი რეპრესიებით უპასუხა. დააკავეს 32,000-ზე მეტი მოქალაქე, პოლიციამ ქუჩებში და დაკავების შემდეგ სცემა ათასობით პირს, არის ბევრი ცნობა წამების შესახებ. ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინათ - მათ შორისაა სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელმაც არჩევნების მეორე დღეს თავი ლიეტუვას შეაფარა და რომელსაც მომხრეები არჩევნების რეალურ გამარჯვებულად მიიჩნევენ.

მას შემდეგ ლუკაშენკას, მის ახლო მოკავშირეებს და რამდენიმე ბელარუსულ ფირმას სანქციათა რაუდები შეეხო, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის, კანადის და ბრიტანეთის მხრიდან - რამაც ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში და სულ უფრო დამოკიდებული გახადა რუსეთის მხარდაჭერაზე.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციები შეეხო ბელარუსის კალიუმის მაწარმოებელ კომპანია "ბელარუსკალის" - რომელიც ლუკაშენკას რეჟიმისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. სანქციათა სამიზნე გახდა ასევე ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტი, "რადგან მან ვერ შეძლო ბელარუსი სპორტსმენების დაცვა პოლიტიკური დისკრიმინაციისა და რეპრესიებისგან".

ამ ნაბიჯის ფონია ბელარუსი სპრინტერის, კრისცინა ციმანოუსკაიას უარი ოლიმპიური თამაშებიდან შინ დაბრუნებულიყო, როცა ის იძულებით წაიყვანეს აეროპორტში. მას შემდეგ სპორტსმენმა პოლონეთში მიიღო ლტოლვილის სტატუსი.

XS
SM
MD
LG