Accessibility links

site logo site logo

პენტაგონი აცრას სავალდებულოს გახდის სამხედროებისთვის


გავრცელებული მოლოდინით, პენტაგონი გაავრცელებს საგანგებო ბრძანებას, რომლის თანახმადაც აშშ-ის არმიის წევრებისთვის სავალდებულო გახდება აცრა COVID-19-ის წინააღმდეგ - ყველაზე გვიან 15 სექტემბერს, და შესაძლოა მანამდეც, სარეგულაციო თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

ეს იქნება ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დავალდებულება მსოფლიოს მასშტაბით, და შეეხება 2 მილიონზე მეტ სამხედროს - როგორც აშშ-ის არმიის წევრებს, ისე რეზერვისტებს.

"დაველოდები პრეზიდენტის თანხმობის მოპოვებას ვაქცინების სავალდებულოდ გადაქცევაზე, არაუგვიანეს სექტემბრის შუა რიცხვებისა", ან მაშინვე, როგორც კი ამის ლიცენზიას გასცემს აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი და დასძენს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი უფრო ადრე მოხდება. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი, რომელიც მინისტრის განცხადების ტექსტს გაეცნო.

ბოლო მონაცემებით, სულ მცირე ერთი დოზით აცრილია აშშ-ის საზღვაო ძალების დაახლოებით სამი მეოთხედი, საჰაერო ძალების წევრების ორ მესამედზე ცოტა ნაკლები და არმიის დაახლოებით ნახევარი.

დისლოკაციის ადგილიდან გამომდინარე, არმიის წევრებს უკვე მოეთხოვებათ 17 სხვადასხვა ვაქცინის გაკეთება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG