Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი-რუსეთის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტილია


როკის გვირაბი
როკის გვირაბი

რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს შიდა ქართლსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. უხვმა ნალექმა ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, რუსეთ-ცხინვალის დამაკავშირებელი გზის გასწვრივ მეწყრული პროცესები გამოიწვია. ქვაღორღი და ტალახი გზაზე ჩამოწვა და მოძრაობა შეწყდა.

„ღვარცოფისა და ქვა-ღორღის გზაზე ჩამოტანის გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისთვის ყველა ტიპის ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია ორივე მიმართულებით. ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით ჩაკეტილია 9 აგვისტოს საღამოს 19:20 საათიდან, შემდგომ შეტყობინებამდე", - ნათქვამია დე ფაქტო განსაკუთრებულ სიტუაციების სამინისტროს შეტყობინებაში.

დე ფაქტო უწყება ასევე ურჩევს მძღოლებს თავი შეიკავონ ამ მიმართულებით მოგზაურობისგან ამინდის გაუმჯობესებამდე, ასევე დაიცვან უსაფრთხოების ზომები ავტომობილების მართვისას.

სტიქიამ პრობლემები შექმნა გორშიც. ძლიერ წვიმას წინ უძღოდა ქარიშხალი, რომელმაც რამდენიმე კორპუსს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეებიც. მსგავსი სტიქია 8 აგვისტოსაც იყო.

XS
SM
MD
LG