Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CDC: სრულად ვაქცინირებული ამერიკელებიდან დაინფიცირებულთა 99.99%-ს სერიოზული გართულება არ ჰქონია


აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ორივე დოზით აცრილებიდან, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ დაავადდნენ, 99.99%-ზე მეტს არ ჰქონია სერიოზული გართულება, რომელიც ჰოსპიტალიზაციას, ან ლეტალურ შედეგს იწვევს.

ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის(CDC) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2 აგვისტოსთვის სრულად ვაქცინირებული იყო 164 მილიონზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ვინც კორონავირუსით აცრის შემდეგ დაავადდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 7101-ს(0.005%-ზე ნაკლები) და გარდაიცვალა 1507(0.001%-ზე ნაკლები).

ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებულთა 74% ხანდაზმულია - 65 წლის და 65 წელზე უფროსი ასაკის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამ ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 1500 ადამიანი გარდაიცვალა და ყოველ მეხუთე შემთხვევაში, ლეტალური შედეგი დადგა არა უშუალოდ COVID-19-ის, არამედ სხვა დაავადებების გამო.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირდა თითქმის 36 მილიონი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილია 617 300-ზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG