Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევათა ახალი პიკია


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 44 536 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5697 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

2713-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ბოლო 24 საათში აიცრა 23 744 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 664 997 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 204 234.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG