Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც გარკვეული სეგმენტის წარმომადგენელთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში გარკვეული კატეგორიის ჯგუფებისთვის სავალდებულო გახდეს, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება:

„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 10 აგვისტოს მონაცემებით, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 664 997 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია კორონავირუსის 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG