Accessibility links

site logo site logo

დააკავეს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სერგეი ტაკოევი


სერგეი ტაკოევი

ფსბ-სა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა დააკავეს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სერგეი ტაკოევი. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური იტყობინება.

ტაკოევის დაკავება დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმესთან რესპუბლიკის ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ფულადი სახსრების გაფლანგვის თაობაზე. ჩხრეკის შედეგად ტაკოევთან ერთად დააკავეს რესპუბლიკის ტურიზმის ყოფილი მინისტრი ალან დიამბეკოვი და სააქციო საზოგადოება „ოზატეს“ გენერალური დირექტორი აიდა გაბარაევა.

მანამდე ტაკოევის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობდა გამოძიება. მას ბრალად ედებოდა საფეხბურთო კლუბ „ალანიისთვის“ განკუთვნილი სახსრების გაფლანგვა.

ტაკოევი 2012 წლის მაისიდან 2015 წლის ივნისამდე ედგა სათავეში ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG