Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენამ გააპროტესტა ბელარუსში ორი ავსტრიელი ჟურნალისტის დაკავება


ORF-ის ჟურალისტი კაროლა შნაიდერი.
ORF-ის ჟურალისტი კაროლა შნაიდერი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის, ORF-ის ორი ჟურნალისტის დაკავება ბელარუსში. ORF-ის კორესპონდენტი კაროლა შნაიდერი და მისი ოპერატორი 9 აგვისტოს დააკავეს მინსკში და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში „სრულიად მიუღებელი“ უწოდა პოლიციის ქმედებას.

„ჩვენ დაუყოვნებლივ განვაცხადეთ პროტესტი“, წერს სამინისტრო ტვიტერში. „კორესპონდენტებს დაუბრკოლებლად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ და მედიის თავისუფლება ყოველთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი“.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „ვიასნამ“, რომელსაც მინსკში უდევს ბინა, განაცხადა, რომ უფორმო პოლიციელებმა ორი ჟურნალისტი გააჩერეს, როცა ისინი ადგილობრივი პირისგან ინტერვიუს იღებდნენ.

ბელარუსში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და ჟურნალისტები შევიწროებას განიცდიან მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად მეექვსე ვადით გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა. არჩევნების შედეგებმა, რომელსაც გაყალბებულად მიიჩნევენ, ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებს მისცა ბიძგი.

XS
SM
MD
LG