Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტოვებულ სახლში გადამალული „ფაგოტის“ გამშვებები იპოვეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში


\
\

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის ეფ-ეს-ბეს (ФСБ) თანამშრომლებთან ერთად ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებულ სახლში აღმოაჩინეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის „ფაგოტის“ ორი გამშვები.

ოსური მედიის ცნობით, ამჟამად სპეცსამსახურები აწარმოებენ გამოძიებას ამ იარაღის მფლობელების დასადგენად. სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით არის აღძრული.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მოუწოდებს ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს ფხიზლად იყვნენ იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში. ყველა ასეთი შემთხვევა, დამოუკიდებელი ქმედების გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და უშიშროების კომიტეტს. აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG