Accessibility links

site logo site logo

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ნიუ-იორკის გუბერნატორი გადადგომას აპირებს


ნიუ-იორკის გუბერნატორმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ენდრიუ კუომომ, განაცხადა, რომ 14 დღის განმავლობაში გადადგომას აპირებს მას შემდეგ, რაც მის მიმართ მრავალრიცხოვანი ბრალდებები გამოითქვა სექსუალური შევიწროების თაობაზე. კუომოს 2011 წლის იანვრიდან უკავია ნიუ-იორკის გუბერნატორის თანამდებობა.

მის მიმართ ბრალდებები მედიაში 2020 წლის ბოლოდან ჟღერს. გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ჩაატარა სპეციალური გამოძიება, რომელიც ამ თვეში დასრულდა. გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გუბერნატორის პოსტზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში კოუმოს მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა 11 ქალი, რომელთა შორის გუბერნატორის ოფისის თანამშრომლებიც იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG