Accessibility links

site logo site logo

ხანძარმა 42 ადამიანი იმსხვერპლა ალჟირში, სტიქიას ისევ ებრძვიან საბერძნეთსა და თურქეთში


ალჟირში, ხანძრების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 42 ადამიანი. ალჟირის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა 25 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ტყის ხანძრები ალჟირის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით მდებარე ორ რეგიონში მძვინვარებს.

ვითარება ისევ მძიმეა საბერძნეთში, სადაც ტყის მასივებიდან დაწყებულ ხანძრებს ორ კვირაზე მეტია ებრძვიან. პელოპონესის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გორტინიის პროვინციაში ხანძარი 10 კილომეტრზეა გავრცელებული. დამწვარია საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობა ევაკუირებულია 19 სოფლიდან. საბერძნეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი. ისევ მძიმე ვითარებაა კუნძულ ევბეაზე, სადაც ბოლო 24 საათში ხანძრის 50-ზე მეტი ახალი კერა გაჩნდა.

ევბეა, საბერძნეთი
ევბეა, საბერძნეთი

სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა თურქეთში. სოფლის და ტყის მეურნეობის მინისტრის თანახმად, 53 პროვინციაში, სტიქიასთან ორკვირიანი ბრძოლის შედეგად, 275-დან 274 ხანძარი კონტროლს დაუქვემდებარეს. ხანძრის აქტიური კერები რჩება პროვინცია მუგლაში.

მარმარისი, თურქეთი
მარმარისი, თურქეთი

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ხანძრების გამომწვევ მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება. ბოლო ხანს, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა +45 გრადუსს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG