Accessibility links

site logo site logo

მეორე დღეა საქართველოში 5 ათასს აჭარბებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 48 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 430 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5352 შემთხვევა.

საქართველოში ივლისის ბოლოდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვალების მაჩვენებელმა. ეპიდემიის მეოთხე ტალღის პერიოდში ინფიცირებულთა უმრავლესობას კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე „დელტა“ ვარიანტი აქვს.

11 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.61%;
  • ბოლო 7 დღის - 10.27%;
  • ბოლო 14 დღის - 9.33%.

ბოლო დღე-ღამეში 2635-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში, 10 აგვისტოს აიცრა 23 935 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 688 940 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 210 776.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 461 198 შემთხვევა. მათგან 409 110 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6230 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG