Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის პრეზიდენტი ჩავიდა თალიბანის მიერ გარშემორტყმულ ქალაქში


ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი 11 აგვისტოს ჩავიდა თალიბანის მიერ გარშემორტყმულ ჩრდილოეთის ქალაქში, სამთავრობო ძალების გასამხნევებლად იმ ფონზე, როცა ექსტრემისტებმა კვირაზე ნაკლებ დროში დაიკავეს ქვეყნის პროვინციათა დედაქალაქების მეოთხედზე მეტი.

ღანი გეგმავს "შეამოწმოს ზოგადი უსაფრთხოება ჩრდილოეთის ზონაში", - იუწყება ქაბულში პრეზიდენტის ოფისი საგანგებო განცხადებაში.

როცა ღანი ბალხის პროვინციის დედაქალაქ მაზარ-ე შარიფში ჩავიდა, თალიბანმა, გავრცელებული ცნობებით, დაიკავა ფაიზაბადი, მოშორებით მდებარე ბადახშანის პროვინციის დედაქალაქი, რითაც ექსტრემისტთა მიერ 6 აგვისტოს შემდეგ დაკავებული რეგიონული დედაქალაქები 34-ს გაუტოლდა.

მაზარ-ე შარიფის დაკარგვა დიდი დარტყმა იქნება სამთავრობო ძალებისთვის, რადგან ამით სრულად დაიკარგება კონტროლი ჩრდილოეთ ავღანეთზე - რომელიც, ტრადიციულად, თალიბანის მოწინააღმდეგე სამხედრო მეთაურთა ტერიტორიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG