Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის ქვეყნებში იზრდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები


აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები, რასაც იწვევს ვირუსის ახალი, ინფიცირების მაღალი უნარის მქონე ვარიანტი.

სამხრეთ კორეაში დღიურმა მაჩვენებელმა 2 000-ს შემთხვევას გადააჭარბა, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ. ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა მალაიზიაში, ტაილანდში, ინდონეზიაში, ვიეტნამში და ფილიპინებზეც, სადაც ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები დარტყმას აყენებს რეგიონის ეკონომიკას და ექსპორტზე ორიენტირებულ მრეწველობის სექტორებს.

ევროპაში, გერმანია აპირებს, საფრანგეთს და იტალიას მიბაძოს და შეზღუდვები დაუწესოს, ან სხვა ტიპის სირთულეები შეუქმნას აუცრელ მოქალაქეებს. ფედერალური მთავრობა და რეგიონები შეთანხმდნენ, რომ პირებმა, რომლებსაც აცრა არ გაუკეთებიათ და არც ბუნებრივი იმუნიტეტი ჩამოყალიბებიათ COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ, რეგულარულად უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური შედეგი, დახურულ სივრცეებში მოქმედებისთვის. კანცლერი ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ წესები, რომლებიც ყველაზე გვიან 23 აგვისტოს ამოქმედდება, მოსახლეობას აცრისკენ უბიძგებს, იმ ფონზე, როცა ბოლო კვირებში ვაქცინაციის ტემპი დაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG