Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში უბედურ შემთხვევას მამა და შვილი ემსხვერპლნენ


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, სარწყავი წყლის სარეგულაციო ჭაში მამა-შვილი დაიღუპა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 62 წლის თამაზ ქუმსიაშვილი გზის პირას არსებულ ჭაში ჩავიდა, რათა სარწყავი წყალი სხვა უბნისკენ მიეშვა, თუმცა, ამოსვლა ვეღარ შეძლო. მამის დასახმარებლად ჭაში ჩავიდა შვილი, თუმცა, დაახლოებით 5-6 მეტრის სიღრმის ჭიდან ამოსვლა ვერც მან მოახერხა.

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორივე გარდაცვლილი დახვდა. ჭიდან ცხედრები მაშველებმა ამოიტანეს. რა გახდა მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. პოლიცია საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG