Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა აცრილია


საქართველოში მოღვაწე ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვნების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ვაქცინირებულია 83 % - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Catholic.ge ავრცელებს. მედიაპორტალის მიხედვით, 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან, 35-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

საქართველოში მოღვაწე კათოლიკე სასულიერო პირებიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც აცრა ჩაიტარა, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო:

„მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც“, - აღნიშნავს ეპისკოპოსი. Catholic.ge-ის ცნობით, ეპისკოპოსი სრულად ვაქცინირებულია და ვაქცინის ორივე დოზა საქართველოში გაიკეთა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 48 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 430 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5352 შემთხვევა.

საქართველოში ივლისის ბოლოდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვალების მაჩვენებელმა. ეპიდემიის მეოთხე ტალღის პერიოდში ინფიცირებულთა უმრავლესობას კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე „დელტა“ ვარიანტი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG