Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთში COVID-19-ით დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა სასუნთქი აპარატის ავარიულად გათიშვის გამო


გუდაუთის პოსპიტალი

გუდაუთის ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში ელექტროენერგიის და შესაბამისად, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გათიშვის გამო, COVID-19-ით დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ედუარდ ბუთბამ ადგილობრივ ტელევიზიას უთხრა, რომ ექიმებმა აპარატზე მყოფი პაციენტების დასახმარებლად რეანიმაციული ზომების მიღება დაუყოვნებლივ დაიწყეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია. ბუთბას თანახმად, რეანიმაციული განყოფილების ორ პალატაში ელექტროენერგია ძაბვის მკვეთრი მატების გამო გაითიშა და ამის მიზეზებს სამართალდამცავები იკვლევენ.

11 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 429 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 104 შემთხვევა და კიდევ 2 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა.

საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში 2020 წლის გაზაფხულიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 23 303 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 336. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG