საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა.
საქართველოში ივლისის ბოლოდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვალების მაჩვენებელმა. ეპიდემიის მეოთხე ტალღის პერიოდში ინფიცირებულთა უმრავლესობას კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე „დელტა“ ვარიანტი აქვს.
12 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 10.43%;
- ბოლო 7 დღის - 10.52%;
- ბოლო 14 დღის - 9.63%.
ბოლო დღე-ღამეში 3310-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 25 933 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 715 919 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 218 167.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 466 326 შემთხვევა. მათგან 412 420 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6279 ადამიანი.