Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში თალიბანის შეტევის ფონზე, დოჰაში მესამე დღეა გრძელდება მოლაპარაკება


12 აგვისტო ყატარში თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკების მესამე დღეა, იმ ფონზე, როცა ავღანეთში თალიბანის შეტევის შედეგად ბევრი ტერიტორია მოექცა ექსტრემისტთა კონტროლის ქვეშ.

დოჰაში თალიბანის და ავღანეთის მთავრობის დელეგაციების წევრებს 12 აგვისტოს შეხვდებიან აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის და პაკისტანის წარმომადგენლები, რათა კიდევ ერთხელ შეეცადონ კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრას.

მოლაპარაკებების ფონია დაუდასტურებელი ცნობები, რომ ექსტრემისტთა კონტროლის ქვეშ მოექცა კიდევ ერთი პროვინციის დედაქალაქი, აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ღაზნი. ასევე 12 აგვისტოს, თალბანმა დაიპყრო მოლიციის შტაბ-ბინა ლაშქარ გაჰში, სამხრეთის პროვინცია ჰელმანდის დედაქალაქში.

ღაზნის დაპყრობა თუ დადასტურდება, ამით თალიბანის მიერ კონტროლირებული პროვინციული დედაქალაქების რიცხვი 10-ს გაუტოლდება, სულ 34 ასეთი ქალაქიდან ქვეყანაში.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რომელიც კონტრშეტევის ორგანიზებას ცდილობს თავისი ქვეყნის საგანგებო ძალებზე, მოკავშირე გასამხედროებულ ჯგუფებზე და აშშ-ის საჰაერო ძალაზე დაყრდნობით, 11 აგვისტოს პოსტიდან გაათავისუფლა არმიის ხელმძღვანელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG