Accessibility links

site logo site logo

ბაიდენი დეკემბერში უმასპინძლებს დემოკრატიის გაძლიერების სამიტს


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დეკემბერში ვირტუალური ფორმით გამართავს "დემოკრატიისთვის სამიტს", რასაც შემდეგ წელს მოჰყვება უკვე რეალური, პირისპირ შეკრება, რათა გამოიკვეთოს პროგრესი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით - მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.

ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ 11 აგვისტოს გავრცელებული განცხადება ასახავს ბაიდენის პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ თემას, რომელიც მოიცავს კონკურენციას დემოკრატიებსა და ისეთ ავტოკრატიებს შორის, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი.

"21-ე საუკუნის რბოლაში დემოკრატიებს და ავტოკრატიებს შორის, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიებს შეუძლიათ შედეგის მიღწევა" - თქვა ბაიდენმა წინა კვირაში. მისი თქმით, დემოკრატიებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ძალუძთ თავიანთი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან ბრძოლა - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

9-10 დეკემბრის ვირტუალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს დემოკრატიების წარმომადგენელი ლიდერები - ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ საკი. სამიტი "გააძლიერებს ინციატივებს და ერთგულებას სამი ძირითადი თემის მიმართ: ავტორიტარიზმისგან თავდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, და ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობის გარშემო" - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

ვირტუალური სამიტის შემდეგ, ერთ წელიწადში გაიმართება უშუალო, პირისპირ შეხვედრა, რომლის მიზანი იმის ჩვენება იქნება, რომ დემოკრატიულ მთავრობებს შეუძლიათ თანამშრომლობა ამ საკითხებთან მიმართებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG