Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი სექტემბერში აღარ გაიმართება - მიზეზი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა


სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილი ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გაურკვეველი ვადით, "უფრო ხელსაყრელი დროისათვის" გადაიდო. ფესტივალი, რომელიც მეათედ უნდა გამართულიყო, პანდემიის გამო უკვე მეორედ გადაიდო. პირველად საიუბილეო ფესტივალის გამართვის გადადების გადაწყვეტილება საორგანიზაციო ჯგუფმა 2020 წლის ივლისში მიიღო.

საქართველოში ივლისის ბოლოდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვალების მაჩვენებელმა. მესამე დღეა 5 000-ს აჭარბებს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, აგვისტოს პირველ 12 დღეში გარდაიცვალა 400-მდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG