Accessibility links

site logo site logo

თალიბებმა მე-10 პროვინციის დედაქალაქი, ღაზნი, დაიკავეს. ქალაქიდან გაქცეული გუბერნატორი უშიშიროების ძალებმა დააპატიმრეს


თალიბების პატრული ღაზნის ქუჩებში

თალიბანმა 12 აგვისტოს კონტროლი დაამყარა ქვეყნის მე-10 პროვინციის, ღაზნის, ამავე სახელწოდების დედაქალაქ ღაზნიზე, რომელიც ქაბულიდან სამხრეთ-დასავლეთით 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების დირექტორატმა დააკავა პროვინციის გუბერნატორი დავოდ ლაგმანი ქალაქის დატოვების გამო.
უწყება სხვა დეტალებს არ ახმაურებს.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რომელიც კონტრშეტევის ორგანიზებას ცდილობს თავისი ქვეყნის საგანგებო ძალებზე, მოკავშირე გასამხედროებულ ჯგუფებზე და აშშ-ის საჰაერო ძალაზე დაყრდნობით, 11 აგვისტოს პოსტიდან გაათავისუფლა არმიის ხელმძღვანელი.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდოზე ჩანს, თუ როგორ გარბის ლაგმანის კოლონა ქაბულისკენ თალიბების მიერ ღაზნის დაკავების შემდეგ. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია ავღანეთის ცენტრალური ხელისუფლების მისამართით, რომლის მიერ დანიშნული მაღალი რანგის ადგილობრივი მოხელეები ექსტრემისტებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ტოვებენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

ღაზნის კვეთს სტრატეგიული მნიშვნელობის ქაბულ-ყანდაარის მაგისტრალი, რომელიც ექსტრემისტების ციტადელადქცეულ ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ავღანეთის დედაქალაქთან აკვშირებს.

ღაზნის აღების შემდეგ თალიბანი ავღანეთის 34 პროვინციიდან მესამედს აკონტროლებს.
იმ ფონზე, როცა ავღანეთში თალიბანის შეტევის შედეგად ბევრი ტერიტორია მოექცა ექსტრემისტთა კონტროლის ქვეშ, 12 აგვისტოს ყატარში გაგრძელა თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის ორი დღის წინ დაწყებული მოლაპარაკება,

დოჰაში თალიბანის და ავღანეთის მთავრობის დელეგაციების წევრებს 12 აგვისტოს შეხვდებიან აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის და პაკისტანის წარმომადგენლები, რათა კიდევ ერთხელ შეეცადონ კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG