Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალური სოციალური ქსელები აიღებენ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციას, რომელშიც უარყოფილია სრებრენიცის გენოციდი


გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი სრებრენიცაში
გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი სრებრენიცაში

გიგანტურმა სოციალურმა ქსელებმა, ტვიტერმა და გუგლმა, განაცხადეს, რომ ისინი აიღებენ თავიანთ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციებს, რომლებშიც უარყოფილია ბოსნია-ჰერცეგოვინის დასახლებულ პუნქტ სებრენიცაში მომხდარი გენოციდი.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს გლობალურმა ქსელებმა დაუდასტურეს მას შემდეგ, რაც თავიანთ პლატფორმებზე გენოციდის უარმყოფელი კონტენტის აღების თხოვნით ტექნოლოგიურ გიგანტებს კანადის გენოციდის შემსწავლელმა ინსტუტუტმა (IRGC) მიმართა.
იუტუბის პლატფორმის მფლობელმა კომპანია გუგლში კანადურ კომპანიას განუცხადეს, რომ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკა სიძულვილის გაღვივების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ისინი იმოქმედებენ სრებრენიცის გენოციდის უარმყოფელ ინფორმაციებთან მიმართებითაც.

ბოსნიელი სერბების ძალებმა გენერალ რატკო მლადიჩის ხელმძღვანელობით 1995 წლის ივლისში დაიკავეს გაეროს მიერ დაცული მუსლიმთა ანკლავი სრებრენიცა.

რამდენიმე დღის განმავლობაში დახოცეს 8000-მდე ადამიანი.

სრებრენიცის 1995 წლის ხოცვა-ჟლეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასობრივ მკვლელობად ითვლება.

როგორც კანადის გენოციდის შემსწავლელი ინსტუტუტის (IRGC) დირექტორმა, ემირ რამიჩმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სრებრენიცის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხმყოფელი შინაარსის ცნობები სოციალურ ქსელებში ძირითადად სერბეთიდან, შედარებით ნაკლები, რუსეთიდან საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იყრის თავს.

სერბეთის ხელისუფლება უარჰყოფს, თითქოს გენოცდი სერბეთის სამხედრო ძალების ჩადენილი იყოს. სრებრენიცაში სამოქალაქო ომის დროს მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, გაეროს უშუშირეობის საბჭოში 8 ივლის გაკეთებულ ანგარიშში, „საზარელი დანაშული“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG