Accessibility links

site logo site logo

ნინო ლაცაბიძე: ლევან ონიანი პარტიიდან პირადი მოტივით წავიდა


ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და მმართველი პარტიიდან მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა „ქართული ოცნება" პირადი მიზეზით დატოვა და არა პოლიტიკური ან ქალაქის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო.

„ლევან ონიანი განაწყენდა იმის გამო, რომ ჩვენმა გუნდმა ის ვერ მოიაზრა რუსთავის საკრებულოს მომავალ წევრად და მით უმეტეს თავმჯდომარედ", - თქვა ნინო ლაცაბიძემ - „ონიანმა პირადი ინტერესები ქალაქისა და ჩვენი გუნდის ინტერესებზე მაღლა დააყენა".

ლევან ონიანმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ დატოვა პარტია „ქართული ოცნება" მის ადგილობრივ ორგანიზაციასთან მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებლობის გამო.

ლაცაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ონიანს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გუნდში დარჩენა შესთავაზეს, ისევე როგორც მოქმედი საკრებულოს სხვა წევრებს, რომლებსაც მუშაობის გაგრძელება სხვა სტატუსით სურთ.

ონიანი შეუერთდა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის „სახალხო პარტიას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG