Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ანდრეი დმიტრიევი დააკავეს


ანდრეი დმიტრიევი
ანდრეი დმიტრიევი

12 აგვისტოს ბელარუსში მილიციამ დააკავა წინა საპრეზიდენტო არჩევნები დროს დამოუკიდებელი კანდიდატი, ანდრეი დმიტრიევი, რომელიც ამჟამად სამეცნიერო-საგანმანათლებლო გაერთიანება „ილაპარაკე სიმართლის“ თანადამფუძნებელია.

უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, დმიტრიევი დილით დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რასთან არის დაკავშირებული სამართალდამცველთა მხრიდან ასეთი ნაბიჯი და სად იმყოფება დაკავებული პოლიტიკოსი.

ანდრეი დმიტრიევი ასე შედის ციფრულ პლატფორმა „სხოდის“ იმ დელეგატთა სიაში, რომელთა უმრავლესობის საცხოვრებელ სახლეში წინა დღით ჩხრეკა ჩატარდა. რამდენიმე მათგანი დააკავეს, მათ შორის ბელარუსის ყოფილი ელჩი სკოვაკეთში იგორ ლეშჩენია, რომელმაც 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დიპლომატთაგან ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს.

XS
SM
MD
LG