Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა დააჯილდოვა შოთა ქარსელაძე, რომელმაც 14 წლის გოგონა სიკვდილს გადაარჩინა 


განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის შოთა ქარსელაძე (სიკვდილის შემდეგ) მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა.

ქარსელაძეს მედალი გადაეცა 2021 წლის 3 ივლისს თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის.

დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში მხოლოდ შოთა ქარსელაძის დის და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა.

XS
SM
MD
LG