Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ე.წ საზღვრის დარღვევის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2021 წლის ივლისში რესპუბლიკის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა დააკავა 19 დამრღვევი, იუწყება კა-გე-ბეს პრესსამსახური. ივნისის მაჩვენებელი იყო 32 ადამიანი.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაკავებულთაგან ექვსი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია, ხოლო 13 სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი. რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გამოძიება ჩაატარა თითოეულ ფაქტზე. შედეგად, 8 ადამიანს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ორი დაკავებული გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან ჯარიმის გარეშე, 9 დაექვემდებარა ადმინისტრაციული სასჯელს გაფრთხილების სახით", - ნათქვამია დე ფაქტო კა-გე-ბეს განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ 24 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ლევან გველისიანი, ზნაურის რაიონში ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკიტხულობთ, რომ კაცი იყო ძლიერი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან გველესიანის დაკავების ფაქტი დაადასტურა, უწყებაში ისიც გვითხრეს, რომ გველესიანი დაახლოებით 1 საათში გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG