Accessibility links

site logo site logo

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგას გამოეთიშა


ქართული ფეხბურთისთვის უეფას 2021-2022 წლების საკლუბო სეზონი ტრადიციულად, საკვალიფიკაციო ეტაპით დასრულდა. ევროტურნირს შემორჩენილი ბათუმის „დინამო“, კონფერენს ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა, თურქეთის „სივასპორთან“ ორთამაშიანი დაპირისპირების შემდეგ.

გია გეგუჩაძის გუნდს, ბათუმში ერთი კვირის წინ გამართული შეხვედრა ანგარიშით 1:2 ჰქონდა წაგებული. გუშინ კი სტუმრად, ძირითად დროში 1:0 აჯობა „სივასპორს“ და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა, რომელშიც მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, 110-ე წუთზე და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

„სივასპორის“ ძლევის შემთხვევაში, ბათუმის „დინამო“, ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში დანიის „კოპენჰაგენს “უნდა დაპირისპირებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG