Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სამგზავრო ავტობუსში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები


12 აგვისტოს საღამოს რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სამარშრუტო-სამგზავრო ავტობუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. ერთი მგზავრი რეანიმაციაში გარდაიცვალა. იუწყებიან, რომ მას აფეთქების ტალღამ ფეხი მოაგლიჯა. კიდევ სამი ადამიანის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და უშიშროების თანამშრომლები. მიმდინარეობს ავტობუსის ნამსხვრევების შემოწმება სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერების კვალის დასადგენად.

თავდაპირველი ვერსიით აფეთქების მიზეზად დასახელდა მანქანაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი. მაგრამ კომპანიამ, რომელსაც ავტობუსი ეკუთვნოდა, განაცხადა, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ დიზელის საწვავზე მუშაობს.

თანაც ავტობუსი აფეთქდა იმ დროს, როდესაც გაჩერებაზე იდგა და მგზავრები მასში სხდებოდნენ.

ინცინდენტთან დაკავშირებული ოფიციალური ვერსიების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG