Accessibility links

site logo site logo

შესაძლოა საქართველოში ტესტირება ფასიანი გახდეს


დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ტესტირება რიგ შემთხვევაში ფასიანი გახდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ონლაინშეხვედრის დროს განაცხადა.

"ეს დამოკიდებული იქნება იმ რეგულაციებზე. თუ ადამიანებს ექნებათ არჩევანი უფასო ვაქცინას გაკეთების, მაგრამ თუ მას არ უნდა ვაქცინის გაკეთება, მაგრამ უნდა აქტივობები, რომელიც სხვისთვის საფრთხის შემცველია, ასეთი ჯგუფის ადამიანებს შეეთავაზებათ ფასიანი ტესტი...

ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ეს იქნება ფართო განხილვის საგანი... უფასო ტესტირება დიაგნოსტიკის კუთხით გაგრძელდება. ფასიან ტესტირებაში ვგულისხმობ, რომ ის დაგჭირდება რესტორანში შესასვლელად", - თქვა იმნაძემ.

ახლა საქართველოს მასშტაბით ათეულობით კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება "უფასოა". ხარჯი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იფარება.

იმნაძემ თქვა, რომ მთელი პანდემიის განმავლობაში დღეს საქართველოში ერთდროულად ყველაზე მეტ ადამიანს აქვს კორონავირუსი. ეს რიცხვი, დაახლოებით, 50 ათასია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 50-ე ან მე-60 ადამიანი ინფიცირებულია.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 937 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5359 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 471 685 შემთხვევა. მათგან 415 146 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6321 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG