Accessibility links

site logo site logo

რუსეთში არასასურველად გამოაცხადეს ბელგიური არასამთავრობო ორგანიზაცია


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად მიიჩნია ქვეყნის ტერიტორიაზე ბელგიური არასამთავრობო ორგანიზაციის, International Partnership for Human Rights-ის, მუშაობა. მას აეკრძალება რუსეთში მუშაობა, ორგანიზაციასთან ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მოქალაქეებს სისხლის სამართლის დევნა დაემუქრებათ.

აკრძალვის კონკრეტულ მიზეზებს არ იტყობინებიან. როგორც აცხადებენ, ეს გაკეთდა ქვეყნის კონსტიტუციური წყობის საფუძვლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. არასამთავრობო ორგანიზაციას შეიტანენ იუსტიციის სამინისტროს არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში.

არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონი რუსეთში 2015 წელს მიიღეს. იუსტიციის სამინისტრო ასეთებად მიიჩნევს სტრუქტურებს, რომლებიც „საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან მოსახლეობის ჯანმრთელობას“.

ასეთ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჯერ ადმინისტრაციული სამართლის საქმე აღიძვრება, რამდენიმე ასეთი საქმის შემდეგ კი - სისხლის სამართლისა. კანონი ასეთი ორგანიზაციების საიტების დაბლოკვის უფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იძლევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG