Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო საარჩევნო კლიპებში 400 ათას ლარზე მეტს დახარჯავს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალ საიმიჯო და სარეკლამო ვიდეორგოლებს ამზადებს. ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია შპს "სტუდია მარველთან" დაიდო.

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 434 980 ლარია. ცესკოს ყველაზე ძვირი, "ცესკოს, როგორც ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იმიჯური ორგანიზაციის" საიმიჯო რგოლის დამზადება უჯდება. ამაში 155 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

ცესკოს სარეკლამო კლიპების შინაარსი
ცესკოს სარეკლამო კლიპების შინაარსი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და არ ენდობა ცესკოს. რამდენიმე დღე აქციები იმართებოდა საარჩევნო კომისიასთანაც.

არც "სტუდია მარველი" და არც მისი დამფუძნებელი აუდიტის სამსახურის მონაცემებში პარტიების შემწირველებად არ ფიქსირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG