Accessibility links

site logo site logo

ანგელა მერკელი კიევში ჩასვლამდე კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდება


ნორმანდიული ფორმატის სამიტზე პარიზში, 2019 წლის დეკემბერი

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, 20 აგვისტოს მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან. „შეხვედრაზე იგეგმება თანაშრომლობის სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა, განხილული იქნება ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმაც დაადასტურა 20 აგვისტოსთვის დაგეგმილი გერმანიის კანცლერ მერკელის ვიზიტი რუსეთში, საიდანაც 22 აგვისტოს მერკელი კიევში ჩავა.

„მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ მოგიყვებით ვიზიტის პროგრამის შესახებ. აშკარად ცხადია, რომ მერკელი პრეზიდენტ პუტინს შეხვდება“, - განაცხადა ზაიბერტმა.
კიევში მოელიან, რომ 22 აგვისტოს კიევში ჩასული ანგელა მერკელი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკებას გამართავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებულ გარანტიებზე, უსაფრთხოების ვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებზე.


ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მერკელი ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით ჩაფიქრებული „ყირიმის ფორუმის“ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 23 აგვისტოს, ქვეყნის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს დაიწყებს მუშაობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG