Accessibility links

site logo site logo

თურქმენეთში ძლიერი გვალვის გამო მასობრივად იხოცება პირუტყვი


თურქმენეთის ბალკანის ვილიაიეთში გვალვის გამო მასობრივად იხოცება როგორც მსხვილფეხა, ისე წვრიფეხა პირუტყვი.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის თანახმად, ვინაიდან სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურები მალავენ ინფორმაციებს, შეუძლებელია მეცხოველობისათვის გვალვისგან მიყენებული ზარალის განსაზღვრა.

რამენიმე კვირა თურმენეთში დიდი სიცხეებია, ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს. ხოლო საძოვრები, რომელიც ზღვასა და უდაბნოს შორის მდებარეობს, ქვიშის დიუნებად იქცა. ასეთ პირობებში ათასობით აქლემი და წვრილფეხა შინაური ცხოველი უწყლობისგან იხოცება.


მეცხოველობის გასაჭირის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას დაემთხვა თურქმენთის ამ რეგიონში ახალი ჰიქროქსელის პომპეზური გახნა, რომელმაც ყარაყუმის არხიდან წყლით უნდა მოამარაგოს ქვეყნის დასავლეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო რაიონები.


მაგრამ როგორც ერთ-ერთმა ანონიმმაჰიდროინჟინერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სათუოა, რომ ახალმა ჰიდროქსელმა გადაჭრას ახლომდებე სოფლების წყლით მომარაგების პრობლემა, ვინაიდან დაგროვილი წყლის გამოსაყენებლად საჭიროა სადგურები, ნასოსები და სხვა მოწყობილობა, რაც ობიექტზე გათავალისწინებული არი არის.

თურქმენეთის ბალკანის ოლქი ესაზღვრება მანგისტაუსკის ოლქს, სადაც, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტანახმად, ივლისში გვალვისგან 1000-ზე მეტი პირუტყვი დაიხოცა, ყიზილორდინსკის ოლქში - დაახლოებით 500. ივლისის შუა რიცხვებში სახელმწიფო რეზერვებიდან გვალვის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მანგისტაუსკის ოლქს 1,9 მილიარდი ტენგე ($4,4 млн) გამოუყვეს.

გვალვისგან დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ევროკავშრიმა ყაზახეთს გამოუყო 200 000 ევრო, რაც ყველაზე უფრო დაზაფრალებუ 6 თას ადამიანს გაუნაწილდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG