Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 50 პაციენტი. 1 აგვისტოდან გარდაცვლილია 500-ზე მეტი ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 580 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5579 შემთხვევა. თბილისის შემდეგ, სადაც ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილია გამოვლენილი [2355], განსაკუთრებით მწვავე ვითარებაა აჭარაში [746 ახალი შემთხვევა].

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მოაცემებით, 13 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.61%;
  • ბოლო 7 დღის - 10.93%;
  • ბოლო 14 დღის - 10,13 %.

ბოლო დღე-ღამეში 1 867-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში, 13 აგვისტოს აიცრა 26 524 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 767 882 აცრა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 477 264 შემთხვევა. მათგან 417 013 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6371 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG