Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ფართო მასშტაბის იერიში დაიწყო ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფის წინააღმდეგ


მაზარ-ი-შარიფის მეჩეთი. 2018 წ. ფოტო.
მაზარ-ი-შარიფის მეჩეთი. 2018 წ. ფოტო.

თალიბანმა კვირას განაცხადა, რომ რამდენიმე მიმართულებიდან დაიწყო ფართო მასშტაბის იერიში ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფის წინააღმდეგ. როგორც სააგენტო AP იტყობინება, ეს ცნობა დაადასტურა პროვინცია ბალხის გუბერნატორმა.

11 აგვისტოს მაზარ-ი-შარიფში ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ჩავიდა ქალაქის დაცვისთვის ზომების მისაღებად. ის მთავრობის მხარეს მებრძოლი რამდენიმე დაჯგუფების მეთაურებს შეხვდა.

ამასობაში ავღანეთში გაიგზავნა აშშ-ის დამატებითი სამხედრო შენაერთების პირველი ათასი ჯარისკაცი, რათა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ქაბულიდან ევაკუაციაში დაეხმაროს. პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კერბიმ თქვა, რომ უდიდესი ნაწილი 3000 სამხედროსი, რომელთა ავღანეთში გაგზავნა გადაწყდა ამ დღეებში, 15 აგვისტომდე იქნება ადგილზე და მათ „შეეძლებათ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი“ გაიყვანონ ავღანეთიდან. ავღანეთში მათი ჩასვლა ემთხვევა უკანასკნელ დღეებში თალიბანის იერიშის გაძლიერებას. თალიბების ერთ-ერთი უკანასკნელი წარმატებული ოპერაცია იყო საკვანძო მნიშვნელობის ქალაქების - ჩრდილოეთში მდებარე ჰერათისა და დაჯგუფების ტრადიციულ დასაყრდენში, სამხრეთში მდებარე ყანდაარის - ხელში ჩაგდება.

XS
SM
MD
LG