Accessibility links

site logo site logo

თურქეთში ჩამოვარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სახანძრო თვითმფრინავი


სამხრეთ თურქეთში ჩამოვარდა სახანძრო თვითმფრინავი-ამფიბია Be-200-რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. მასში მყოფი რვავე ადამიანი, მათ შორის რუსეთის ხუთი სამხედრო მოსამსახურე, დაიღუპა.

თვითმფრინავი ტყის ხანძრების ჩასაქრობად გამოიყენებოდა და თურქეთის სატყეო მეურნეობის ბალანსზე იმყოფებოდა. ის მონაწილეობდა ხანძრის კერის ჩაქრობაში, რომელიც ქვეყნის სამხრეთში, ალმალის მახლობლად გაჩნდა, იტყობინება თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu. თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მაშველები გაგზავნეს.

ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. თვითმხილველთა მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ თვითმფრინავი მთას შეეჯახა.

კატასტროფის ადგილზე გაიგზავნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია, იტყობინება უწყება. თვითმფრინავმა პირველი გაფრენა 2020 წლის თებერვალში შეასრულა. თურქეთში ის ივლისის დასაწყისში გაიგზავნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG