Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ფულად ჯილდოს გადაცემს ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელ სპორტსმენებსაც


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც ტოკიოში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მიიღეს, სახელმწიფოსგან ფულად ჯილდოს მიიღებს ისევე, როგორც ოქროს მედლის მედლის მფლობელი.

ოქროს მედლის მქონე ჩემპიონს სახელმწიფო ერთ მილიონ ლარს აძლევს და ეს ოლიმპიადამდეც იყო ცნობილი, ვერცხლის მედლის მფლობელი - 500 000 ლარს მიიღებს, ბრინჯაოს მფლობელი - 250 000 ლარს.

ამ ინიციატივის შესახებ ცნობილი გახდა შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები სპორტსმენებთან მართავენ.

ქართველმა სპორტსმენებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია, მედლების რაოდენობის მხრივ.

ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია საქართველოს დელეგაციის საერთო მონაგარი. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

XS
SM
MD
LG