Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა აიღეს ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქი მაზარ-ი-შარიფი


თალიბებმა აიღეს ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქი მაზარ-ი-შარიფი, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეოთხე ქალაქია. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება „პარლამენტის დეპუტატზე“ დაყრდნობით. მაზარ-ი-შარიფი პროვინცია ბალხის დედაქალაქია.

მაზარ-ი-შარიფი, რომელშიც 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მნიშვნელოვანი სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძია. ის მდებარეობს პროვინცია ბალხის ჩრდილოეთ ნაწილში, უზბეკეთის სასაზღვრო ქალაქ თერმეზიდან 58 კილომეტრში, ის 310 კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ ქაბულიდან.

მაზარ-ი-შარიფის დაკარგვა სერიოზული დარტყმაა ავღანეთის მთავრობისთვის.

მიმდინარე კვირაში თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები - ჰერათი და ყანდაარი და ქაბულზე იერიშისთვის გაიმყარეს პოზიციები.

უკანასკნელ დღეებში თალიბანმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწია და ახლა 34 პროვინციიდან 21-ს აკონტროლებს. განცვიფრებას გამოხატავენ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ ავღანეთის სამთავრობო ჯარი თავად შეძლებდნენ თალიბების იერიშის მოგერიებას.

აშშ-ის ჯარები 31 აგვისტომდე დატოვებენ ავღანეთს.

XS
SM
MD
LG