Accessibility links

site logo site logo

საქართველოში COVID-19-ის 4314 ახალი შემთხვევაა; გარდაიცვალა კიდევ 35 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 35 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 074 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4314 შემთხვევა. თბილისის შემდეგ, სადაც ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილია გამოვლენილი [1687], განსაკუთრებით მწვავე ვითარებაა აჭარაში [772 ახალი შემთხვევა] და იმერეთში [618 ახალი შემთხვევა].

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მოაცემებით, 14 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 12.66%;
  • ბოლო 7 დღის - 11.03%;
  • ბოლო 14 დღის - 10,38 %.

ბოლო დღე-ღამეში 4 519-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში, 14 აგვისტოს აიცრა 23 010 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 791 863 აცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG