Accessibility links

site logo site logo

თურქეთში 70-ს უახლოვდება წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


66-მდე გაიზარდა თურქეთის ჩრდილოეთში, შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარე პროვინციებში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. სააგენტო "ანადოლუ"-ს ცნობით, დღემდე დაკარგულად ითვლება 76 ადამიანი.

სინოპის, ბარტინის და კასტამონუს პროვინციებში ძლიერი წყალდიდობა გასული კვირის ოთხშაბათს მოხდა. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, მთლიანად დანგრეული, ან ძლიერად დაზიანებულია სულ მცირე 454 შენობა. სტიქიამ დაანგრია ათეულობით ხიდი და ავტომაგისტრალი და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. წყალდიდობის ზონიდან ევაკუირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.

თურქეთის ჩრდილოეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პროვინციებში ძლიერ წყალდიდობამდე, ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების სანაპიროებთან მდებარე 53 პროვინციაში ორი კვირის განმავლობაში ებრძოდნენ 280-ზე მეტ ტყის ხანძარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG