Accessibility links

site logo site logo

რუსეთში მეოთხე დღეა 800-ს აჭარბებს COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი


რუსეთში მეოთხე დღეა 800 ადამიანს აჭარბებს COVID-19-ით ყოველდღიურად დაღუპულთა რიცხვი, სხვა ბევრი ქვეყანაც ავრცელებს ცნობებს, რომ სათანადოდ ვერ ახერხებს ვირუსის ახალი, დელტა ვარიანტის გავრცელების შეკავებას.

რუსეთის ხელისუფლება 15 აგვისტოს წინა 24 საათში 816 გარდაცვლილის შესახებ იუწყებოდა. მსხვერპლის ყოველდღიურმა რიცხვმა რუსეთში ოთხი დღის წინ, პანდემიის მსვლელობისას პირველად გადააჭარბა 800 ადამიანს და მას შემდეგ ამ დონეზე რჩება. კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე რუსეთის სახელმწიფო უწყება საერთო ანგარიშით 6,6 მილიონზე მეტ დადასტურებულ შემთხვევაზე იუწყება, დაღუპულია 170,499 ადამიანი. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტები ოფიციალურ მონაცემს ეჭვით უყურებენ და თვლიან, რომ რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG